კერძები



   საქართველოს ეს კუთხე განთქმულია თავისი კულინარიით: რაჭის ლორი, ლობიანი, რაჭული შქმერული და ,რა თქმა უნდა, ხვანჩკარა რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში.

რაჭული სამზარეულოს ცნობილი კერძებია - შქმერული, ლობიოს შეჭამანდი და ლობიანი, რომელიც ლორით შეზავებული ლობიოს გულსართით მზადდება. რაჭველები ლობიანებს პურის მსგავსად თონეში აცხობენ. რაჭველები განსაკუთრებულად ამზადებენ ღორის ლორს, რომლის მომზადებასაც კვირეები სჭირდება.